Wednesday, May 6, 2015

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
ვაჟა-ფშაველას ,,ზამთარი,,
მარცვალი, სიტყვის დამარცვლა.
კლასი
მეორე
მოსწავლეთა რაოდენობა
13
სსსმ მოსწავლე
1
ესგ-ს მიზნები
წელიწადის დროები, მათი ერთმანეთისგან გარჩევა და ანალიზი
გაკვეთილის მიზნები
ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება,
პოეტური ტექსტის აღქმა, გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ლოგიკური აზროვნების განვითარება, სიტყვების დამარცვლა.
ისგ-ს მიზანი
წელიწადის დროების გარჩევა ერთმანეთისგან
გაკვეთილის მიმდევრობა
მოსამზადებელი სამუშაო წინარე ცოდნაზე დაყრდნობით/მოსწავლეებმა იციან წელიწადის დროების დასახელება და შესაბამისი ბუნებრივი მოვლენები/ (5 წთ.).
ტექსტის წაკითხვა მასწავლებლის მიერ გამომეტყველებით (5 წთ.)
ტექსტის წაკითხვა მოსწავლეების მიერ (5 წთ.)
ტექსტის დამუშავება/ახალი სიტყვებისა და გამოთქმების ანალიზი, თვალსაჩინო პლაკატების გამოყენება, ასოციაციური სქემის შექმნა-,,ზამთარი,,/(10 წთ.)
სსსმ მოსწავლის ჩართვა-შეუძლია ჩამოთვალოს და ერთმანეთისგან გაარჩიოს წელიწადის დროები (3 წთ.)
ენობრივ მასალაზე დაკვირვება/ორცნებიანი კომპოზიტების მიღება: მთა-ბარი, ტყე-ველი,.
ერთმარცვლიანი და ორმარცვლიანი სიტყვების მოძებნა ტექსტში და მათი მართლწერა/(7 წთ.)
დამატებითი ინფორმაციის მიზნით პროექტორის გამოყენება-სლაიდ შოუ ზამთრის ამინდის, სტიქიების, სპორტის, ტანსაცმლისა და კურორტების შესახებ(5 წთ).
გაკვეთილის შეჯამება, ძირითადი და ქვესაკითხების გამოყოფა (2 წთ.)
დავალების მიცემა
ცოდნის გაღრმავების მიზნით მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ზამთრის
ამსახველი ფოტოები მომავალ გაკვეთილზე ფოტოკოლაჟის გასაკეთებლად (1 წთ).
მოსწავლეების შეფასება
შეფასება ხდება საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობის, დავალების შესრულების ხარისხის, გაკვეთილზე აქტიურობის მიხედვით/სიტყვიერი კომენტარით, წახალისებით, ფერადი სტიკერებით/ (2 წთ)
გამოყენებული რესურსები
სახელმძღვანელო, პლაკატები, კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი.


2 comments: