Saturday, May 9, 2015
Wednesday, May 6, 2015
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ვაჟა-ფშაველას ,,ზამთარი,,
მარცვალი, სიტყვის დამარცვლა.
|
კლასი
|
მეორე
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
13
|
სსსმ მოსწავლე
|
1
|
ესგ-ს მიზნები
|
წელიწადის დროები, მათი ერთმანეთისგან გარჩევა და ანალიზი
|
გაკვეთილის მიზნები
|
ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვება,
პოეტური ტექსტის აღქმა, გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება, ლექსიკური
მარაგის გამდიდრება, ლოგიკური აზროვნების განვითარება, სიტყვების დამარცვლა.
|
ისგ-ს მიზანი
|
წელიწადის დროების გარჩევა ერთმანეთისგან
|
გაკვეთილის მიმდევრობა
|
მოსამზადებელი სამუშაო წინარე ცოდნაზე დაყრდნობით/მოსწავლეებმა იციან
წელიწადის დროების დასახელება და შესაბამისი ბუნებრივი მოვლენები/ (5 წთ.).
ტექსტის წაკითხვა მასწავლებლის მიერ გამომეტყველებით (5 წთ.)
ტექსტის წაკითხვა მოსწავლეების მიერ (5 წთ.)
ტექსტის დამუშავება/ახალი სიტყვებისა და გამოთქმების ანალიზი, თვალსაჩინო
პლაკატების გამოყენება, ასოციაციური სქემის შექმნა-,,ზამთარი,,/(10 წთ.)
სსსმ მოსწავლის ჩართვა-შეუძლია ჩამოთვალოს და ერთმანეთისგან გაარჩიოს
წელიწადის დროები (3 წთ.)
ენობრივ მასალაზე დაკვირვება/ორცნებიანი კომპოზიტების მიღება: მთა-ბარი,
ტყე-ველი,.
ერთმარცვლიანი და ორმარცვლიანი სიტყვების მოძებნა ტექსტში და მათი მართლწერა/(7 წთ.)
დამატებითი ინფორმაციის მიზნით პროექტორის გამოყენება-სლაიდ შოუ ზამთრის
ამინდის, სტიქიების, სპორტის, ტანსაცმლისა და კურორტების შესახებ(5 წთ).
გაკვეთილის შეჯამება, ძირითადი და ქვესაკითხების გამოყოფა (2 წთ.)
|
დავალების მიცემა
|
ცოდნის გაღრმავების მიზნით მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ
ზამთრის
ამსახველი ფოტოები მომავალ გაკვეთილზე ფოტოკოლაჟის
გასაკეთებლად (1 წთ).
|
მოსწავლეების შეფასება
|
შეფასება ხდება საგაკვეთილო პროცესში
ჩართულობის, დავალების შესრულების ხარისხის, გაკვეთილზე
აქტიურობის მიხედვით/სიტყვიერი კომენტარით, წახალისებით, ფერადი სტიკერებით/ (2 წთ)
|
გამოყენებული რესურსები
|
სახელმძღვანელო, პლაკატები, კომპიუტერი, პროექტორი,
დაფა, ცარცი.
|
Tuesday, May 5, 2015
პროექტი : ღვთის შვილები
პროექტის სახელწოდება: ღვთის შვილები
პროექტის მთავარი იდეა /თემა: შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.
პროექტის აქტუალობა: ხშირად შშმ და სსსმ პირები არასწორად აღიქმებიან საზოგადოების მიერ, მათ ჭირდებათ კეთილგანწყობილი და გუ-
ლისხმიერი დამოკიდებულება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდეთ სხვებზე ზრუნვის ჩვევა,
კომუნიკაციისა და სკოლის გარეთ ურთიერთობების უნარი.
გამოიყენებენ შემოქმედებით უნარებს.
მონაწილეთა ასაკი: 8 - 14 წელი.
ვადები / ხანგრძლივობა: 10 დღე (20 მაისიდან - 1 ივნისამდე).
მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები: გაიგებენ, რომ სსსმ და შშმ ადამიანებს აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები, ისწავლიან მეგობრებზე, უცხო ადამიანებზე ზრუნვას,
განუვითარდებათ კომუნიკაციისა და სოციალური
უნარები. სწავლობენ სკოლის გარეთ თავიანთი შემოქმედებთი
უნარების გამოყენებას.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: ტრანსპორტი, ფერადი ფურცლები,
ფანქრები, საძერწი თიხა, კომპიუტერი, ფერადი ცარცები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის მოძიება სსსმ და შშმ
პირებზე, ვგებულობთ თუ რა უხარიათ, რა მოსწონთ და რა შეუძლიათ მათ.
ვამზადებთ ბარათებს, აპლიკაციებს, ნახატებს, ვძერწავთ თიხისაგან სხვადასხვა ნაკეთობებს. მოვიძიეთ ლექსები და სიმღერები მხიარულ თემებზე მოვიმარაგეთ
ფერადი ცარცები და 1 ივნისი მივულოცეთ სპეციალიზირებული სკოლის მოსწავლეებს. ჯერ თვითნაკეთი საჩუქრები
გადასცეს თავიანთ თანატოლებს და შემდეგ თავიანთი შემოქმედება უჩვენეს მათ. პროექტის ბოლოს სკოლის
ეზოში ბავშვებმა ასფალტზე ხატვაც წამოიწყეს.ამ პროცესში აქტიურად ჩაერთო ორივე მხარე და ცოტა ხანში მთელი ეზო
ფერადი ნახატებით დაიფარა.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან / ესგ - სთან კავშირი: მუსიკა, ხელოვნება,
ქართული ენა, ისტი-ინფორმაციის მოპოვება, რეალობასთან
კავშირი.
პროექტის ხელმძღვანელი: ნ. ყიფშიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: nataliyifshidze@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: natalikipshidze.blogspot.com

Subscribe to:
Posts (Atom)