Saturday, April 9, 2016
მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია.
დღეს მთავრდება ინტელის ტრენინგი.კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნამუშევრებს: პროექტს, პრეზენტაციას, საბოლოო სახე მივეცით და ავტვირთეთ ბლოგზე. ამ ტრენინგით უამრავი რამ ვისწავლე, ძალიან მომწონს პროექტებით სწავლება, ის ბევრ სასარგებლო უნარს უვითარებს მოსწავლეებს. აქ შესწავლილს აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს მუშაობაში, რაც გაზრდის სწავლების ეფექტურობას და გამომადგება როგორც მე, ასევე ჩემს მოსწავლეებს ყოველდღიურობაში. დიდი მადლობა ბატონ გიორგის ყველა შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხისათვის და გულისხმიერებისათვის.
Sunday, April 3, 2016
მერვე ტრენინგ დღის რეფლექსია
დღეს დავამთავრეთ პრეზენტაციაზე მუშაობა. საინტერესო სამუშაო გვქონდა, კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს მასალებს და მივუჩინეთ თავიანთი ადგილი.
Saturday, April 2, 2016
მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე.შევაგროვეთ მასალები თუ რისი გაკეთება შეუძლია ჩვენს მოსწავლეს. შევქმენით სლაიდები. ინტერნეტში მოპოვებული მასალების მისამართები გადავიტანეთ ციტირებულ დოკუმენტში. შემდეგ ტრენინგზე სავარაუდოდ დავასრულებთ მოსწავლის ამ ნამუშევარს.
Friday, April 1, 2016
მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია.
დღეს დავწერეთ სამოქმედო გეგმა. გავეცანით დროის მენეჯმენტს. საბოლოოდ დავხვეწეთ გეგმა.
Subscribe to:
Posts (Atom)